ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბურჯანაძე რასაც აკეთებს ამას თაღლითობა ჰქვია” – იშლება თუ არა “ძალა ერთობაშია”

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” შესაძლოა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვოს, – საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პარტიას დრო პარასკევამდე აქვს. ამის შესახებ “მეტრონომს” “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი “ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებას დატოვებს, არსებული სურათი თავდაყირა დგება.

ანუ გამოდის, რომ ერთ დროს, ზარზეიმით დაანონსებული პოლიტიკური ერთობა “ძალა ერთობაშია”,  შესაძლოა დაიშალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმის შესახებ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი”ნაციონალურმა მოძრაობამ” თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, “მეტრონომი” “კანონი და სამართალის” დამფუძნებელს ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მისთვის ის უფრი იქნებოდა გასაკვირი, ნინო ბურჯანაძეს და კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მისთვის მხარი დაეჭირათ. მისივე თქმით, ეს მისთვის მეორეხარისხოვანია და მნიშვნელოვანია თავად “ძალა ერთობაშიას” მხარდაჭერა, რომელმაც მისი კანდიდატურა საბურთალოს ოლქში დააყენა.

“იანვრის თვეში ავდექი შალვა ნათელაშვილის ოფისიდან. მაშინ ვთქვი, რომ მხოლოდ პროპორციულის გამო ვჯდები. მაგიდასთან, სადაც ფსევდოოპოზიცია ზის, არ ვჯდები. სხვებმა ეს განცხადება არ მიიღეს. იმ მაგიდასთან ივანიშვილის მიერ დოკუმენტით დადასტურებული და გამოქვეყნებული, დაფინასებული პარტია, რუსული ვექტორი ზის. იმ გაერთიანებიდან რომ დავესახელებინე ვინმეს, ჩემთვის ეს იყო პრინციპულად მიუღებელი. ერთადერთი ვარიანტი, სადაც ჩემი დასახელება გამიხარდებოდა, ეს იყო ის გაერთიანება, სადაც ვარ გაწევრიანებული – “ძალა ერთობაშია.”

განცხადება გააკეთეს და დამასახელეს “ძალა ერთობაშიას” მხარდაჭერით საბურთალოს რაიონში.
ნინო ბუჯრანაძეს და ამათ მხარი რომ დაეჭირათ, ვიკითხავდი, – რა შემეშალა ასეთი ჩემი სიცოცხლის მანძილზე, რომ ამ კატეგორიის “პოლიტიკანმა” მხარი დამიჭირა. მათ არც უნდა წარვედგინე, არ ვარ იმ გაერთიანების წევრი.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას,” მან განაცხადა, რომ მხოლოდ ორი მანდატი და მეტი ვერა! მაგრამ “ძალა ერთობაშიამ” ლეგიტიმური პროტესტი გამოთქვა, – წესდება არსებობს, სადაც უფრო მეტი პარტიაა გაწევრიანებული და იმის მიხედვით იკითხეს, ეს 6 მანდატი ვის აჩუქეთ და რატომ? – ამის საპასუხოდ გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა და თქვა, რომ ნიკა მელიამ მხოლოდ “ნაცმოძრაობის” პარტიის სახელით ისაუბრა.

“ბურჯანაძე, რასაც აკეთებს 30 წელიწადი, ამას თაღლითობა ჰქვია. იმიტომ მოვედი პოლიტიკაში, რომ გავისტუმრო ვიღაც ტიპები. დავიღალეთ 30-წლიანი კორუფციონერებით. სულელური ფრაზა, რომ პოლიტიკა ბინძურია, ასე არაა, – პოლიტიკა ბინძურია თუ ასეთი ბინძური ტიპები თუ აკეთებენ.

“რაც შეეხება “ნაცმოძრაობას,” გვითხრეს, რომ პარასკევს იქნება საბოლოო პასუხი; თუ მოინდომებენ (“ნაციონალური მოძრაობის” წევრები) ცალკე გასვლას, უკვე სრულიად იცვლება სურათი, ამიტომ მოითხოვეს პარასკევამდე დრო” – თქვა ჩარკვიანმა.

ცნობისათვის, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით „ძალა ერთობაშია“ ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, თუმცა რა იქნება მომავალში, ჯერ უცნობია.

იტვირთბა....