ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რაღაცას მტენიან…” – ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” პირველი კომენტარი

არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც დაზარალებულთან, არც მოძალადეებთან – ამის შესახებ, ავთანდილ ბილანიშვილმა (კაწრო) “ფორმულასთან” ინტერვიუში, საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბილანიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს, რათა სიმართლე დადგინდეს.

„არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც დაზარალებულთან, არც მოძალადეებთან. საერთოდ არანაირი ნაცნობობა არ მაქვს, არაფერი აბსოლუტურად. არც შორეული ნაცნობობა მაკავშირებს, ვაფშე არ ვიცნობ.

შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორით შევიტყვე. გავიგე, რომ ბავშვი იყო დაკარგული, და მერე ტელევიზორში რომ გამოაცხადეს.

ჩემი ტელეფონი ამოიღეს, გააკეთებენ ყველაფერს და დადგინდება სად ვიყავი, კონტაქტი ვისთან მქონდა და ა.შ. ჩემი ტელეფონი საგამოძიებო ორგანოში დავტოვე.

პროკურატურამ საგამოძიებო ორგანოში იმიტომ დამიბარა, რომ გვარამიას თქმით, ვიდეოჩანაწერებში მე ვიყავი.

მივეცი ჩვენება სად ვიყავი და რას ვშვრებოდი მაგ დღეებში. ყველაფერი ამოღებულია და ყველამ იცის, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. ალიბიც მაქვს და საერთოდ ზარიც კი არ მაქვს არცერთთან გაშვებული ან გამოშვებული. არანაირი კონტაქტი აბსოლუტურად არ მქონდა.

მქონდა უფლება ნამდვილად, რომ არ დამეტოვებინა, მაგრამ ნამდვილად მინდა აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს ბინძური ლაქა. ოჯახი მყავს, შვილი მყავს…

ძალიან მეწყინა ეს ამბავი, მითუმეტეს, მე რომ რაღაცას მტენიან. ყველამ კარგად იცის რომ მე არაფერ შუაში არ ვარ“, – განაცხადა ბილანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი უცნობ პირს და ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. “მთვარი არხის” ვარაუდით, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.

იტვირთბა....