“ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა.”
ლაშა ლურსმანაშვილი – პირი, რომელიც, სავარაუდოდ, გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა
გამოძიებამ დაადგინა, რომ პირი, რომელიც შაქარაშვილის საქმის მოწმეს გური ამირხანაშვილს “ტოიოტა ქამრიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდუბეში რამდნემე წუთის განმავლობაში ელაპარაება, ხაშური მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია.
ლაშა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ვიდეოკადრებში სწორედ ის ფიგურირებს, მაგრამ მას შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს.
„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილს უცნობი პირი და მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. “მთვაარი არხის” ვარაუდით, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილი იყო, როს შემდეგად გამოძიებამ ბილანიშვილი დაკითხა. თუმცა, მან განაცხადა, რომ მოცემულ დროს ის სახლში იმყოფებოდა და ასევე, ის დაპირისპირებაში მონაწილე არცერთ პირს იცნობს კარგად.
რაც შეეხება ლაშა ლურსმანაშვილს, გამოძიებამ ის გსინვე დაკითხა.