შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის, („კაწროს”) გამოკითხვა დასრულდა. ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილი შსს-ში “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადების გამო იყო დაბარებული. მისივე თქმით, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ მონაწილეობს.
“რა თქმა უნდა, საქმე შსს-ს ჰქონდა შესწავლილი ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე იმიტომ დაიბარეს, რომ ნიკა გვარამიამ თქვა ასე” – განაცხადა თამარ აბესაძემ.
გამოძიება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბილანიშვილით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტელეკომპანიამ “ფორმულამ” და “მთავარმა არხმა” ამ დრომდე უცნობი ჩანაწერები გაავრცელა. გაშიფრულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ “ტოიტადან” გადმოსულ გურამ ამირხანაშვილს დიდუბეში თეთრ პერანგში ჩაცმული კაცი ხვდება, რომელსაც რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.