“ტვ პირველმა” გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმის მე-13 ტომი მოიპოვა, საიდანაც დგინდება, რომ ფეხბურთელის გაუჩინარების შემდეგ, შაქარაშვილის დევნაში მონაწილეები შეშინებულები არიან და დაკავებას ელოდებიან.
ერთ-ერთი მიმოწერა თენგიზ ბარბაქაძესა და მის მეგობარს შორის შედგა. ბარბაქაძე წერს, რომ ტელეფონი ჩამოართვეს და სამართალმცველებმა რაღაცას მიაგნეს, – რას აღარ აკონკრეტებს.
ამის შემდეგ მიმოწერაში ვკითხულობთ, რომ ბარბაქაძის მეგობარი იწყებს ნერვიულობას, რადგან ფიქრობს, რომ მას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მეგობრის მოლოდინი ბრალდებულ ბარბაქაძეს აღიზიანებს და მეგობარს საყვედურობს, რომ არ დაეხმარა, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა სახის დახმარება უნდა მიეღო მეგობრებისგან.
რამდენიმე ტომიან საქმეში დევს დაკავებული არჩილ გაგნიძის მიმოწერაც; აგრეთვე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მ.ხ. რომელიც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კონფლიქტში გარევა არ უნდა.
არასრულწლოვანი, რომელიც ამ მიმოწერაში ფიგურირებს, სავარაუდოდ ის პირია, რომელსაც დაბადების დღეზე თავში კრამიტი ჩაარტყეს.