დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით მსოფლიო შავი ჭირის პანდემიური გავრცელების რისკის წინაშე არ დგას. მისივე თქმით, საქართველოში მღრღნელებში შავი ჭირის ბოლო შემთხვევა შარშანაც დააფიქსირეს, ადამიანის დაავადების შემთხვევა კი 1921 წლის შემდეგ არ გვქონია.
“ეს განკურნებადი დაავადებაა და ძალიან მაღალ რისკს ეპიდემიური ან პანდემიური გავრცელებისას არ მოიცავს. ყველაზე საშიში ფორმა შავი ჭირის არის ფილტვის ფორმა, ჩინეთში რეგისტრირებული შემთხვევა, როგორც ჩემთვის ცნობილია არის ბუბონური ფორმა, შესაბამისად ეპიდემიოლოგიური გავრცელების პოტენციალი არ აქვს. მართვადია და დიდ საშიშროებასა და რისკს ამის შემდგომ პანდემიური ან თუნდაც ფართო ეპიდემიოლოგიური გავრცელება, რეალურად დღეს მსოფლიოს არ ექმნება, ამიტომ შეგვიძლია ვიყოთ წყნარად” – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.