ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ იყო ვიდეოჩანაწერში თეთრპერანგიანი პიროვნება – მამაკაცის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ “მთავარი არხის” მიერ 7 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში სულ სხვა პიროვნება ჩანს და ეს არ არის ის პირი, რომლის შესახებაც ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა. ამის თაობაზე ნიკოლაძემ სააგენტო “2020NEWS” განუცხადა.

“ვიდეოს შესახებ გამოძიებამ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლამდეც იცოდა და ისიც იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი პიროვნება. ის ბერა ივანიშვილის მეგობარი „კაწრო“ არ არის.

„გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს…

რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს. თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს“ – განაცხადა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია.

„სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ…“ – განმარტა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

ცნობისთვის, შსს-ში იკითხება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრომ“ რომელიც უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს.

ვიდეოში, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოწმე გურამ ამირხანაშვილთან მიდის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსული უცნობი მამაკაცი, რომელთანაც ის, დაახლოებით, 4 წუთი ლაპარაკობს.

იტვირთბა....