ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თელავის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის მიმართ გამოძიება დაიწყო

თელავის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი შვილებზე ძალადობს და წარსულში ცოლზეც არაერთხელ უძალადია. ამის შესახებ ინფორმაციას მისივე ნაი, სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. მისივე თქმით, დეპუტატის შვილები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გრემელაშვილის შვილები გამოკითხვაზე არიან, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მიხეილ გრემელაშვილი 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

იტვირთბა....