მედიაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მიმოწერა ვრცელდება. თენგო ბარბაქაძე თავის მეგობარ გოგონას 19 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ წერს. მიმოწერიდან ირკვევა, რომ ჩხუბი მოხდა, დაიკარგა ერთი ბიჭი და შესაძლოა მისი დაკავება მოხდეს.
დაკავებული პირების ნაწილის ტელეფონებს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონებიდან შემავალი და გამავალი ზარების და შეტყობინებები ამოიღეს.
ირკვევა, რომ ზოგიერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონში 18-19 და 20 ივნისს განხორციელებული ზარები და მიმოწერაა, რაც ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა დაკავებულმა პირებმა საკუთარი ტელეფონიდან შემავალი და გამავალი ზარები, ასევე შეტყობინებები წაშალეს.