ახალი ამბები მსოფლიო სამართალი

რატომ არის ცდომილებები მიცემულ გამოკითხვებში – შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება მოწმეებით ხელახალა ინტერესდება

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა განცხადებით, გამოძიება თავიდან დაინტერესდეს იმ პირებით, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩვენებებს ცვლიან. გამოძიებას მითითება აქვს მიღებული, გამოიკითხოს ხელახლა ყველა ოქროს მოწმე, რომელიც საქმეში ფიგურირებს. ხუთივე პირმა უნდა განმარტოს, რატომ არის ცდომილებები უკვე მიცემულ გამოკითხვებში. ამასთანავე, კატეგორიული მოთხოვნების ჩამონათვალშია გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ანა გაბეჩავას დაბადების დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

წერილი 2 ივლისით თარიღდება. გენერალური პროკურატურა 10 დღის ვადაში ითხოვს, კონკრეტულ პირებს დააზუსტებინონ, რა არგუმენტით შეცვალეს ვერსიები კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით. ვადა 12 ივლისს იწურება. ამ დროისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიებამ ხელახალი გამოკითხვების პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

“გარდაცვლილ შაქარაშვილის ერთადერთი მეგობარი, რომელიც ამ აგარაკზე იმყოფებოდა, ეს არის გურამ ამირხანაშვილი და ძალიან საწყენია, რომ ამირხანაშვილის 4 სხვადსხვა ჩვენება გვიდევს საქმეში და ამირხანაშვილი, რომ არ გვევლინება ამ სისხლის სამართლის საქმეში კეთილსინდისიერ მოწმედ. ძალიან სამწუხაროა, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და შესაბამისად, ის დიდუბიდან რომელიც ჩამოსვეს ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა და იმ პირებმა, რომლებიც “ტოიტა კამრის” ტიპის ავტომანქანაში იყვნენ და ის არ წავიდა სახლში და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და შემდგომ გააგრძელა შეხვედრები, მე ეს არ მიკვირს” – აცხადებს ადვოკატი, გიორგი გელხაური.

საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის თქმით ვიდეო მასალაში აღბეჭდილი ფაქტები კითხვის ნიშნებს ბადებს.

კამრისთან” გაჩერებული მიკროავტობუსი და სხვა დანარჩენი ფაქტები ბუნებრივია, ბადებს კითხვებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს პოზიციები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიების ინტერესი და ჩვენი ინტერესი რეალურად რაც არის, ჩვენი დაცვის სტრატეგიის მიხედვით ამ საკითხებთან დაკავშირებით საჯაროდ საუბრისგან თავს შევიკავებ. აუცილებლად პროცესზე ამ ყველა ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენის მხრივ ვმუშაობთ, ვიძიებთ მტკიცებულებებს, რომელიც ფაქტთან არის დაკავშირებული” – განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

იტვირთბა....