ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები – ვრცელდება მიმოწერები, რომლებიც 18 ივნისის წვეულების მონაწილეებს ეკუთვნით

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების მე-13 ტომში ამოღებულია 8 ბრალდებულის პირადი ინფორმაცია მობილური ტელეფონებიდან. საუბარია მიმოწერებზე, სატელეფონო ზარებზე, ფოტოებსა და ვიდეომასალებზე. 8 ივნისის წვეულების მონაწილეთა მობილური ტელეფონებიდან მიმოწერების ნაწილი “კურიერმა” გაშიფრა.

გიგა ტატიაშვილის ტელეფონში პირველი ზარი ღამის ინციდენტის შემდეგ, 8 საათსა და 20 წუთზე ხორციელდება, რა დროსაც მას ანი გაბეჩავას მამა უკავშირდება. აღნიშნული საუბრის შემდეგ, ტატიაშვილი ურეკავს მის მეგობრებს და შემდეგ მასთან ზარს გიორგი შაქარაშვილის და – ანა შაქარაშვილი ახორციელებს. ზარის დასრულების შემდეგ, ტატიაშვილი საკუთარ მამას 20-ჯერ ურეკავს. მასალებით ასევე ირკვევა, რომ გოჩა ჩიქოვანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც მან აგარაკზე თავის დაზიანება მიიღო.

მასალებს თან ერთვის 18 ივნისის ღამის წვეულების ვიდეოკადრებიც. ამოღებულია მიმოწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრებიან ბრალდებულები საკუთარ მეგობრებს 18 ივნისის ღამის შესახებ.

იტვირთბა....