“რთული სათქმელია, რატომ გადაწყვიტეს “კაწროს” დაბარება. ერთი ვერსია არის ისაა, რომ მისი სახელი მედიაში გაჟღერდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი საგამოძიებო უწყებაში როგორც შევა ისე გამოვა და ამით არაფერი ამ საქმეს წინ არ წაადგება. ამის თქმის საფუძველს არსებული სისხლის სამართლის მასალები მაძლევს, სადაც მის არსებობას ვერ ვხედაავ.”
გიორგი ყიფშიძე – გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” იკითხება.
ცნობისთვის, გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი უცნობ პირს და ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. “მთვაარი არხის” ვარაუდით, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.