“ექსპერტიზის მიმართ ნულოვანი ნდობა მაქვს: დათუნა სარალიძის საქმეზე დანა დააზიანეს,თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელყუმბარა ააფეთქეს ! შესაბამისად,დიდად არ ველოდები რას დაწერენ საბოლოოდ ! მეგონა ამ საქმეების მერე ხელისუფლებამ ჭკუა ისწავლა ! სამწუხაროდ, ვერა ! ნუ კერავთ -უფრო და უფრო იბლანდებით !დააკავეთ მკვლელი ! #შაქარამოკლულია!”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
აღნიშნული განცხადება კილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.