“ახლა ამუშავებენ ვერსიას,ვინ აიღებს თავის თავზე მკვლელობას,რომელიც ციხეში მეფესავით იცხოვრებს(ციხე ქურდებისაა), ასევე პრივილეგიები ექნება ყველას,ვინც დუმილს დაიცავს და ქურდული წესებით მოიქცევა ! შეთანხმდებიან და შაქარას მკვლელობა გახსნილად გამოცხადდება. ნაძირალა ბიძა მიიღებს ნანატრ ულუფას ,ქუჩაც კმაყოფილი დარჩება და არჩევნებზე ქოცებს დაულაგებს პალაჟენიას ! არჩევნების მერე ვნახოთ რა მოხდება ! სამთავრობო ცვლილებებს ველი თემის გადასაფარად!”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
აღნიშნული განცხადება კილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.