ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ცრუ ინფორმაციის მიწოდება არის სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული…” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

“ცრუ ინფორმაციის მიწოდება არის სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული. რატომ არ არის ამ ცრუ მოწმეების მიმართ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ზომები მიღებული […] სარალიძის საქმეზე მოწმეებმა იბატონეს გამოძიებაზე. იგივე მეორდება აქაც.”

ზურაბ თოდუა – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე ჩვენება მისმა მეგობრებმა: გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ არაერთხელ შეცვალეს.

აუდიო ჩანაწერი: შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე 112-ში რეკავს და ატყობინებს შემთხვევის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....