მთავარი ციტატა

“მინდა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას” შევახსენო, რომ ჯანდაცვა არ არის ბიზნესი” – ბექა ნაცვლიშვილი

„არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამ მასშტაბის პრივატიზაცია განხორციელდა როგორც საქართველოში – თითქმის 95 პროცენტი ჯანდაცვის დაწებულებების არის კერძო. კიდევ ერთხელ მინდა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას” შევახსენო, რომ ჯანდაცვა არ არის ბიზნესი და ჯანდაცვა არის საჯარო სიკეთე. ჩვენ პრივატიზაციის მიმართულებით კი არ უნდა ვიაროთ, უნდა ვიაროთ პირიქით, მეტი მუნიციპალური კლინიკებისა და მეტი პოლიკლინიკების მიმართულებით. გადაწყვეტილება რომელსაც კახა კალაძე აპირებს მიიღოს, არის დაუშვებელი.”

ბექა ნაცვლიშვილი – ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი

ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც პოლიკლინიკებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება მოხდება, რომელთა შენობები რეაბილიტაციას საჭიროებს.

იტვირთბა....