aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ვირუსი ნამდვილად უკავშირდება სეზონურობას, არ გვაქვს” – გაბუნია

“საზღვარზე ჩვენ ძალიან მკაცრი კონტროლი გვაქვს, საკარანტინო ზომა დღემდე მოქმედებს. ყველა შემთხვევა, რომელიც საკარანტინო სივრცეში ხდება, შემდეგ მოწმდება. მაგალითად, დღეს ორი შემთხვევა საკარანტინო სივრციდან იყო. რაც შეეხება ვირუსის სეზონურობას, ამაზე რამის თქმა ჯერ ძალიან რთულია, რადგანაც მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ვირუსი ნამდვილად უკავშირდება სეზონურობას, არ გვაქვს. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს თუ გადავავლებთ თვალს, რომელთანაც კლიმატური მდგომარეობა ძალიან მსგავსია ჩვენი ქვეყნის, ნახავთ, რომ სურათი ძალიან დრამატულია. ამდენად, იმას, რომ ჩვენ შიდა გადაცემა დღეს არ გვაქვს, ცალსახად ვერ დავუკავშირებთ სეზონურობას. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც კარანტინის სახით მოქმედებს საზღვარზე და ბლოკავს ვირუსის ქვეყანაში შემოსვლას და შემდეგ გადაცემას.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....