მთავარი ციტატა

“კითხვებზე პასუხი არა მარტო საზოგადოებამ, პროკურატურამაც ვერ მიიღო”- რატიანი შაქარაშვილის საქმეზე

“კითხვებზე პასუხი არა მარტო საზოგადოებამ, პროკურატურამაც ვერ მიიღო. ჩვენ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით გვაქვს კითხვები და გვსურს, რომ რაღაც პოლიტიკური ნაწილი ჭარბად არ იყოს ჩართული. ის რომ ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთეს, ეს არს ცხადი. ეს დაადასტურა პროკურატურის გუშინდელმა დღემ. ეს არის იმის ნიშანი, რომ პროკურატურა პასუხისმგებელია იმაზე, რაც მოხდა. ის არის ზედამხედველი და წარმართველი გამოძიების. პროკურატურა ამ საქმიდან ვერ გამოძვრება, პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება. ის ამ ვითარებაზე მთლიანადაა პასუხისმგებელი.”

სერგო რატიანი – “ევროპული საქართველოს” წევრი.

ამის შესახებ რატიანმა “დღის ამბებში” განაცხადა. 

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეების ახლიდან დაკითხვას ითხოვს. შაქარაშვილის მეგობარი გური ამარხანაშვილი ერთ-ერთია იმ მოწმეებიდან, რომლის ჩვენების სანდოობას პროკურატურა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანია, რით არის გამოწვეული საქმის ფიგურანტების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. 

იტვირთბა....