„ხელისუფლება სარგებლობს და ბოლომდე იყენებს კორონავირუსს ყველა მიმართულებით. მოდი ვაღიაროთ, რომ კორონავირუსი მაშველი რგოლი აღარ არის, უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს რეალურად მმართველი გუნდი, იმიტომ რომ კორონავირუსამდე მისი რეიტინგი 20%-ს არ აღემატებოდა რეალურად მოსახლეობაში და კორონავირუსის ფონზე გარკვეულწილად ცოტა წამოიწივნენ, ამოისუნთქეს. „ქართული ოცნება“ რეალურად ჩამოკიდებულია ბოლომდე ამ კორონავირუსს და მაქსიმალურად ცდილობს პოლიტიკური სარგებელი ნახოს.”
ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.