aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 კი შიდა გადაცემა” – ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 კი შიდა გადაცემაა. ამის შესახებ ეზუგმაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 4 შემოტანილი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.

„დღევანდელი მონაცემებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3 პაციენტია, ამ ეტაპზე კოვიდცენრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული, 4-დან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო 1 გახლავთ საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება მე-5 შემთხვევას, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი, ანუ ეს ერთი არის შიდა გადაცემით

ჩვენს ცენტრში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 ახალი დაგვემატა და გვყავს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 963 გახდა.

იტვირთბა....