ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლისას უცხოეთის მოქალაქეებს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ქვეყანამ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა.

ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში შემოსულმა უცხოეთის მოქალაქეებმა საზღვრს გადმოკვეთამდე ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, სადაც ბოო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია უნდა მიუთითონ.

ხოლო,  ჩიქოვანის ცნობით, კარანტის ის პირები გაივლიან, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ .

“საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია,”- განმარტა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის. ქვეყანა საზღვრებს ხსნის ხუთ ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

იტვირთბა....