ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ექსპერიმენტი შაქარაშვილის საქმეზე: რამდენ ხანში შეუძლია 112-ს მობილურის საშუალების ადგილმდებარეობის დადგენა

“ქრონიკა პლიუსის” მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა. კილაძემ პირდაპირ ეთერში დარეკა 112-ზე, სადაც ოპერატორს სთხოვა ლოკაციის დადგენა. ოპერატორმა უპასუხა, რომ ამ ნომრით ლოკაცია არ ფიქსირდება.

გადაცემა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხება და გადაცემის სტუმრები 112-ის მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერს განიხილავენ.

კილაძემ ოპერატორს ჰკითხა, თუ რამდენ ხანში შეუძლია მისი ადგილმდებარეობის დადგენა. დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ ოპერატორმა კილაძეს უპასუხა, რომ ამ ინფორმაციას 112 ვერ გასცემს.

ცნობისათვის, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-მა დღეს 112-ის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

იტვირთბა....