“ლელო საქართელოსთვის” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 112-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის ჩანაწერი შსს-ს იმიჯს ლახავს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, რაც ჯერ კიდევ დასადგენია, მეტყველებს იმაზე, რომ შსს-ს წარმოდგენა არ აქვს, რა ფუნქციებს უნდა ასრულებდეს. თუ ჰგონიათ, რომ ამ შინაარსის ჩანაწერი მათზე დადებითად მოქმედებს და რაიმეს ამსუბუქებს ამ საქმეში, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის მათი კანონისმიერი ფუნქცია.
ამ ტიპის ჩანაწერის გამოდებით, ისინი ადასტურებენ, რომ სახელმწიფოს ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც საკმაირისი იყო იმ მომენტისთვის ფეხზე დამდგარიყო მთელი უწყება. თუ ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური და ამ ჩანაწერით ნამდვილი ჩანაწერი ჩანაცვლდა, მაშინ უფრო მძიმედ არის საქმე, რადგან ეს ჩანაწერი ნამდვილად არ მეტყველებს შსს-ს სასარგებლოდ” – თქვა ნაცვლიშვილმა.