aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“როგორც ჩანს, ეს იყო მკვლელობის ადგილი და ვინც მისი გადაწვა გადაწყვიტა, განზრახული აქვს გაანადგუროს სისხლი და დეენემის კვალი”- კუპრავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამოქალაქო აქტივისტი ზვიად კუპრავა არაგვის ხიდთან გიორგი ამირხანაშვილის ერთ-ერთი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის დამალვის ადგილის გადაწვა შემთხვევითი არაა და ეს მტკიცებულების განადგურებას ემსახურება.

როგორც კუპრავამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, გამოძიებამ უნდა ივარაუდოს, რომ ბუჩქების ადგილი სწორედ შაქარაშვილის მკვლელობის ადგილია.

“მნიშვნელოვანი მოხდა გუშინ. ჩადენილ იქნა ახალი დანაშაული, რომელიც კავშირშია პირდაპიდ 19 რიცხვში მომხდარ დანაშაულთან და ეს დანაშაულთან არის კონკრეტული მტკიცებულებების განადგურება. ვგულისხმობ, კონკრეტული ტერიტორიის განადგურებას, სადაც კონკრეტული მოწმე იმალებოდა.

რატომ უნდა დასჭირვებოდათ აღნიშნული ტერიტორიის დაწვა? ალოგიკურია კონკრეტული ერთი მოწმის ადგილსამყოფელი დაწვა როგორც ჩანს, ეს იყო მკვლეობის ადგილი და ადამიანებს, ვინც ამ ადგილის გადაწვა გადაწყვიტა, განზრახული აქვს მკვლელობის შემთხვევის ადგილზე გაანადგუროს სისლისა და დეენემის კვალი. ამას ისახავდა ამ ტერიტორიის გადაწვა,”- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

კუპრავას თქმით, მოწმის ადგილის გადაწვას არანაირი აზრი არ ჰქონდა და დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი.

ცნობისთვის, მცხეთა-თბილისის გზაზე არაგვის ხეობასთან, სადაც დაპირისპირებისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს იქ ერთ-ერთი მყოფი, გურამ ამირხანაშვილის დამალვის ადგილსამყოფელი, კონკრეტულად კი ბუჩები გადამწვარია.

იტვირთბა....