“ძალიან მოკლედ სათქმელი ამბავია ეს. ცესკაში თამაში ნიშნავს რუსეთის შეირაღებული ძალების, რუსული არმიის ღირსებისთვის ბრძოლას. არ არის საჭირო ისტერიკები და ლანძღვა გინება. დედამიწაზე არსებული ასობით კლუბიდან მაინცდამაინც რუსეთის არმიის ოფიცერი რომ გახდები, ადრე ყველას ავტომატურად აძლევდნენ, ეს შეგნებული არჩევანია. და დიახ ეს პოლიტიკაა როცა შენი ქვეყანა ოკუპირებულია. #წერტილი.”
თინა ხიდაშელი – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და კიდევ ესპანური “ბასკონიას” კაპიტანი თორნიკე შენგელია შესაძლოა მოსკოვის ცსკა-ში გადავიდეს.