მთავარი სამართალი ციტატა

“შკოდასთან” დაკავშირებული ინფორმაცია არის სიცრუე – კადრებში ჩანს არა “შკოდა”, არამედ “ტოიოტას” მარკის ტაქსი” – შს მინისტრის მოადგილე

“შკოდასთან” დაკავშირებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ კადრებში, სადაც ვითომდა მოძრაობს “შკოდა” და მოქალაქეებ ისვამს, რეალურად ჩანს “ტოიოტას” მარკის ავტომობილი, რომელიც არის ტაქსი. დაკითხულია ტაქსისტიც. ასევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემმა თანამშრომელმა, ნინო გიორგობიანმა, “შკოდას” მარკის ავტომობილით მცეხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გელაშვილი იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად გააგზავნა. გელაშვილი იმ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, მის საცხოვრებელ სახლში.”

ვლადიმერ ბორცვაძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ამის შესახებ ბორცვაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შს მინისტრის მოადგილემ გაასაჯაროვა ინფორმაცია  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შუალედური  გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.

იტვირთბა....