ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩხუბია და მალე რომ მოხვიდეთ, შეგიძლიათ?” – შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ ”112”-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობაზე საუბრობს.

მინისტრის მადგილემ ვლადიმე ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყება ასაჯაროვებს  საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის მიერ “112” – ში განხორციელებულ ზარს და ასევე, “112”- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან.

“მას შემდგომ, რაც დაპრისპირებას ჰქონდა ადგილი, ტოვებს ადგილს, გაურბის საფრთხეს, იმალება ერთ-ერთ შენობაში, რის შემდეგაც რეკავს 112-ში, უკავშირდება ოპერატორს და ატყობინებს, რომ ადგილი აქვს დაპირისპირებას, ცხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი. ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას. მხოლოდ ერთ-ერთი გაქუმებული შენობას აღწერს. 112 აგზავნის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟს. ამის მერე გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს ადგილის დაზუსტების მიზნით, მაგრამ ეკიპაჟები ვერ პოულობენ მას. მეორე ზარი განხორციელდა თავად ოპერატორის ინიციატივით, რომელიც შეეცადა ლოკაციის დაზუსტებას. სწორედ ამ დროს იაკობი ეუბნება, რომ იმყოფებოდა მცხეთა-თბილისის გზაზე, ამავე დროს ეუბნება, რომ ჩხუბი აღარაა და გააუქმოს ზარი.. მიხედავად ამისა, 112 არ აუქმებს ზარს და ეკიპაჟი აგრძელებს ბრეგვაძის ძებნას,”- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

იტვირთბა....