aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2003 წლის შემდეგ არ გვქონია ეს – პარტნიორებისგან მოდის საგანგაშო სიგნალები” – ბოკერია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს მიმართ საგანგაშო სიგნალები მოდის – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანს დემოკრატიას ქვეყანაში.

„ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას. იმის ნაცვლად, რომ დაეწია წნეხი მოქალაქეებზე და როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, სწრაფად გაეხსნა საზღვრები, რომ სიღარიბეში არ გადავარდნილიყო ბიზნესი, კონკურენციაში ვყოფილიყავით ამ დროს – ვხედავთ ნაბიჯებს, რომლებიც ზიანის მომყენებელია.

ქვეყნის შიგნით ვხედავთ მცდელობას, რომ პარლამენტის კონტროლის გარეშე ჰქონდეთ შეზღუდვების დაწესების მცდელობა. უნდათ ჰქონდეთ კონტროლი სასამართლოს გარეშე, ყველა ლიცენზიიანს შეუზღუდონ მოღვაწეობის თავისუფლება და დაუნიშნონ მმართველი, პარალელურად კი აუქმებენ საპარლამენტო კონტროლს. კანონში წერია, რომ შეუძლიათ ეს ქმედება განახორციელონ ყველა ლიცენზირებული და ავტორიზებული სუბიექტის მიმართ – რომ არ იყოს ასე, ინტერნეტის კონტროლი ნაკლები პრობლემაა? სასამართლოს რატომ არ ენდობიან – უნდათ, რომ დროის დაკარგვაც არ დასჭირდეთ, ისე მოუსპონ მოღვაწეობის შესაძლებლობა კომპანიებს.

გვაქვს საგანგაშო სიგნალები პარტნიორებისგან – 2003 წლის შემდეგ არ გვქონია ეს, იმდენად ღრმაა ჩიხი, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა.

ამ გუნდის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ეს რეგულაცია მარეგულირებლის შესახებ, ასევე ყველა შეზღუდვა, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, მოიხსნება. „ევროპული საქართველო“ იქნება ინიციატორი, რომ პოლიტიკური დევნის პრობლემები, პოლიტიკური მოტივით ბიზნესის, მათ შორის პარტნიორების ბიზნესის შევიწროების, ჩაბარდება წარსულს”, – აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რის მიხედვითაც საქართველოსთვის გამოყოფილი და უკვე დამტკიცებული ფინანსური დახმარებიდან 15%-ს ქვეყანა ვეღარ მიიღებს. მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.

იტვირთბა....