ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

COVID-19-ის პანდემიისას უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეების მხარდასაჭერად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ავიარეისების დანიშვნას, ნაწილისთვის კი ბილეთების სრულად დაფინანსებას.

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ფინანსურ კრიზისში არიან და ვერ ჩამოდიან, დააფინანსოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვითომ დაინიშნა ჩარტერული რეისები, მაგრამ ძვირია, ძვირიანი ბილეთებია და ვერ ყიდულობენ რეალურად. სხვადასხვა პრობლემა გამოიკვეთა… არიან ადამიანები, ვინც ვერც ამას ყიდულობენ. და მოვედით აქ, რათა ვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი.

აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახელზე სამინისტროში წერილი შეიტანეს.

იტვირთბა....