ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

მამაკაცი სახლში 90 წლის დედასთან ერთად იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენისას ქალმა გარეთ გასვლა მოასწრო, მამაკაცს კი სავარაუდოდ ეძინა და ცეცხლის გაჩენა ვერ გაიგო, შედეგად კი გარდაიცვალა. ხანძარი, ერთ-ერთი ვერსიით, სიგარეტის ნამწვიდან გაჩნდა. სახლი მთლიანად დაიწვა.

აღნიშნულ ფაქტს “მეტრონომს” შინაგან საქმეტა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, შემთხვევა სოფელ ერგეტაში გვიან ღამით მოხდა.

გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთს დაზიანებით ან განადგურებით სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....