ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სამი საქმის, – დავით სარალიძის, თემირლან მაჩალიკაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის, მსგავსებაზე საუბრობს. მისი თქმით, შესაბამისი უწყებისგან იკვეთება მტკიცებულბების განადგურების ფაქტები. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“სარალიძის საქმეზე, ის ფარდული, სადაც მოხდა მკვლელობა, პოლიციამ დაანგრია. მაჩალიკაშვილის საქმეზე, ის ხელყუმბარა, რომელიც ვითომ ხელში ეჭირა და ვითომ ამის გამო მოკლეს, ააფეთქეს და ამგვარად გაანადგურეს მთავარი მკიცებულება. შაქარაშვილის საქმეში, ის ფერადი შენობა, სადაც დაზარალებული ამირხანაშილი იმალებოდა, გადაწვეს. ხელწერა მსგავსი არა, იდეალურად იდენტურია” – წერს გვარამია.