ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიაში ხანძრის ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება – სამუშაოები დილიდან განახლდება

მესტიის მუნიციპალიტეტში, კლდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია, რადგან ვერტმფრენები ღამით ფრენებს ვერ ახორციელებენ. იდლიანის მახლობლად, ლებურცხილას მთაზე ხანძრის ჩაქრობა ჯერ ვერ მოხერხდა. სამუშაოები დილიდან განახლდება.

სოფელ იდლიანში ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადგილობრივებმა ბავშვები გაარიდეს სოფელს. სოფლის ცენტრში და მთის ფერდობზე მთელი ღამის განმავლობაში რჩებიან მეხანძრე-მაშველები.

ხანძარი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარედ, კლდის ფერდობზე გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე მუშაობენ.

დილიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი იყო ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში, თუმცა ხანძრის ლიკვიდაცია ჯერ ვერ მოხერხდა. ადგილობრივების თქმით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

იტვირთბა....