ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შესაძლოა ყოფილიყო რაიმე სატელეფონო ზარი ან მითითება, რაც შეფუთავდა მოწმეს, რომელიც ფოტოგრაფია” – ადვოკატი შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის  განცხადებით, საქმეში იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობა, ან მეტიც, – ისინი ცდილობენ დანაშაულის ადგილს განარიდონ საქმეში ფიგურანტი ე.წ. ფოტოგრაფი. ამის შესახებ მან “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.

“ამ შემთხვევაში ჩემი შეხედულება გულგრილობისკენ იხრება, თუმცა, იქ არის ისეთი რაღაც, რამაც გავლენა მოახდინა ამ ყველაფერზე. არ გამოვრიცხავ, ყოფილიყო რაიმე სატელეფონო ზარი ან მითითება, რაც შეფუთავდა მოწმეს, რომელიც არის ფოტოგრაფი.

ან უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან არგახმაურება, – მაგრამ ის, რომ იმ წუთას ვინმე ცდილობდა მთლიანი დანაშაული და მოქმედებები დაემალა, არ მჯერა. მგონია, რომ ეს იყო ფოტოგრაფის გადასარჩენად, გადასამალად, – განაცხადა “ფორმულას” ეთერში გიორგი ყიფშიძემ.

 

 

იტვირთბა....