ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე, რომელმაც „ტვ პირველი“ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, მუშაობას „რუსთავი 2“-ზე გააგრძელებს. ჟურნალისტი „კურიერის“ წამყვანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს, რომელიც დიანა ტრაპაიძეს დაუკავშირდა.
– დიანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ზე გადახვედით, მართალია?
– ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გამიფორმებია, მაგრამ დღეს მქონდა შეხვედრა და არის ამაზე საუბარი. სავარაუდოდ ასე იქნება.
– „ტვ პირველის“ დატოვების მიზეზი „რუსთავი 2“-ზე გადასვლა იყო?
– „ტვ პირველიდან“ როცა წამოვედი, არავისთან არანაირი საუბარი არ მქონია, რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ და მივიღე ეს შემოთავაზება.
– რატომ დატოვეთ „ტვ პირველი“?
– რაც დავწერე სოციალურ ქსელში, იმის მეტზე საუბარს არ ვაპირებ.
– ჩვენი ინფორმაციით, „კურიერის“ წამყვანი იქნებით.
– დღეს პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად განვიხილები.