„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არასწორია. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.
კუკავას თქმით, დღეს სპორტული ფედერაციები “ქართულ ოცნებას,” როგორც ე.წ. ზონდერ-ბრიგადებადები, ისე ჰყავს.
“შეიძლება ამ ეთერში იყოს პოლიტიკოსი და ჰქონდეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ მკვლელობა მიაბას ბერას. არ მაქვს ეს პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ კონკრეტულ საქმეში არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას ვერ ვხედავ, რომ ეს საქმე ხელისუფლებას მივაბათ.
ამ ხელისუფლებას სახელი აქვს გატეხილი სისტემურად. სამ საკითხს ჩამოვთვლი: კრიმინალური ფორმირებების წახალისება, განსაკუთრებით სპორტული ფედერაციების გამოყენება ამ სფეროში. ეს არის ამ ხელისუფლების დანაშაული, რომ სპორტული ფედერაციები გადაქცეული ჰყავთ პარტიული მანქანის დამხმარე ზონდერ-ბრიგადებად” – განაცხადა კახა კუკავამ.