“საქართველო მსოფლიოში 123-ე ადგილზეა ახალი შემთხვევების მხრივ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაცია გვაქვს. ამის შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ზონაში და მიეცა რეკომენდაცია საქართველოსთან გახსნან მიმოსვლა და საზღვრები. თუმცა, ეს ცალსახად არ უნდა გავიგოთ, რომ რახან 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეგვიყვანეს ყველასთან საზღვრები გავხსნათ, უნდა ხდებოდეს ინდივიდუალური მოლაპარაკება. გასათვალისწინებელია, არამხოლოდ ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არამედ რამდენად უსაფრთხოა ის ქვეყანა, რომელთანაც უნდა გავხსნათ საზღვრები.”
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი
ამის შესახებ მან საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.