მასშტაბურ დაპირისპირებასა და ქუჩურ გარჩევაში, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზაროვში გასულ ღამეს მოხდა, მთავარი მონაწილე ფიგურანტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, სათვალთვალო კამერების ვიდეომასალა ოპოზიციის წევრებმა გაშიფრეს.
“მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ კონფლიქტში ჩარეულნი არიან და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები. ამ ყველაფრის შესახებ იცის პოლიციამაც” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სოფელ ნაზარვოში გასულ ღამეს მოხდა, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი ერთმანეთს, ერთ-ერთ რესტორანთან დაუპირისპირდა.
დაშავებულია ათობით ახალგაზრდა. ყველაზე მძიმეა 31 წლის ს.ჰ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული . კლინიკაში ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისასა მძიმე იყო, ახლა კი სტაბილურია.