aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მიმტკიცდება ეჭვი,რომ ნაცემი და გათიშული შაქარა ხიდიდან წყალში გადააგდეს ! თუ ექსპერტი ამბობს რომ გარდაცვალების მიზეზი წყალში დახრჩობაა, ესე იგი გადაგდების დროს ცოცხალი იყო” – კილაძე

“სულ უფრო მიმტკიცდება ეჭვი,რომ ნაცემი და გათიშული შაქარა ხიდიდან წყალში გადააგდეს ! თუ ექსპერტი ამბობს რომ გარდაცვალების მიზეზი წყალში დახრჩობაა, ესე იგი გადაგდების დროს ცოცხალი იყო ! ჩანთაც მოისროლეს და წყლის მაგიერ,სინკარზე დავარდა!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

აღნიშნული განცხადება კილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელი ცაციაა და დაკავებულთა შორის ცაცია მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....