ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ცაცია გახლავთ არა არჩილ გაგნიძე, რომლის სახელიც გაჟღერდა, არამედ ნიკა ჟვანია. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი კვალი შაქარაშვილზე თავდამსხმელების დასახელებამდე…” – კილაძე

“ცაცია გახლავთ არა არჩილ გაგნიძე, რომლის სახელიც გაჟღერდა, არამედ ნიკა ჟვანია, ამის შემოწმება და გადამოწმება გამოძიებას ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს. მეორე ამბავი გახლავთ ის, რომ ნიკა ჟვანია არის ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლული, ასე რომ, ეს შეიძლება იყოს პირდაპირი კვალი გიორგი შაქარაშვილზე თავდამსხმელების დასახელებამდე.”

ელისო კილაძე – “ქრონიკა +” ის რედაქტორი

“ქრონიკა +”-ის რედაქტორი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, რომ საქმის შეკერვას თავი დაანებონ, რადგან ეს მაინც არ გამოუვათ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელი ცაციაა და დაკავებულთა შორის ცაცია მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....