ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის ინიციატივას მემორანდუმის გაფორმების თაობაზე მიესალმება

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მიესალმება  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ  აღსრულების იმედი ნაკლებად აქვს, ინიციატივას მაინც შეუერთდება.

“მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მშვიდობიან, კონსტრუქციულ, ნორმალურ, სამართლიან გარემოს შეუქმნის ყველა ამომრჩეველს, ვინც იმ დღეს მივა საარჩევნო უბანთან და გარე პერიმეტრი უკეთესად იქნება დაცული. მთავარია მემორანდუმის დაცვა პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან, სხვა ნებისმიერ ინიციატივას, თუნდაც ფორმალურს, პირადად მე შევუერთდები. იმის მიუხედავად, რომ ნაკლებად მაქვს ნდობა, რომ ეს იქნება დაცული, მზად ვარ ასეთ ინიციატივებს შევუერთდე,”- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციების საშუალება, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები აიღებენ რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არ ეყოლებათ.

იტვირთბა....