ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირებული მწყემსია, რომლის მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურია. პაციენტი იზოლირებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩინეთში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დროებით იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა და საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია ინფიცირებული პაციენტის წყარო.

იტვირთბა....