უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ქართველი სტუდენტები უნგრეთის უნივერსიტეტში განათლებას უფასოდ მიიღებენ.
მინისტრთა შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საზღვრების გახსნა და კომპანია “ვიზეარი”, რომელიც მინისტრის თქმით, არსად წასულა და ახლო მომავალში ჩვეულებრივ გააგრძელებს საქართველოში ოპერირებას.
პიტერ სიიარტომ ისაუბრა მისი ქვეყნის სურვილზე, გაღრმავდეს ურთიერთობა საქართველოსა და უნგრეთს შორის და აღნიშნა, რომ უნგრეთის ბანკმა შექმნა 175 მილიონ ევროიანი ფონდი, რომელიც შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე დაიხარჯოს.