“შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრის გახსნის სფეროს საკითხებს. უნგრეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლა- გამოცვლის მიზნით. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა პანდემიის დროს.”
პიტერ სიიარტო – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მან ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პანდემიის ფონზე, უნგრეთი არის პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.