გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ “ქართულ ოცნებას” 5000 ლარი შესწირა. “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, შემოწირულობა 2013 წლის 25 იანვრით თარიღდება.
“ამაში პრობლემა არაფერია, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ახლა, როდესაც “ქართული ოცნების” დაბრუნებულია ქურდული სამყარო, არ მოსწონს ბატონ მირიანს.
ყველას შეგახსენებთ, პირველი ეპიზოდი არ არის მთავარი ამ საქმეში, მეტიც მეორე და მესამე ეპიზოდიც არამთავარი გახდა. მნიშვნელოვანი გახდა, ვინ აფარებს ხელს მკვლელებს, რადგან ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემა” – ამის შესახებ ტელეკომპანიისა და “მთავარი აქცენტების” წამყვანმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა.