ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა. 7 ივლისს, გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და 5-ვე ბრალდებული ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დარჩა.

მედიაში გავცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებს შორის 2 სპორტსმენია, მათ შორის ერთერთი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, იური ლომაძეა.

დაკავებულების ადვოკატის, ზვიად მარკოძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი და დაუსაბუთებელია.

“ყველა ბრალდებული თავისი ფეხით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, არცერთი მათგანი ნასამართლევი არაა, შესაბამისად, სასამართლოს არსებული გარემოებები უნდა გაეთვალისწინებინა” – აღნიშნა მან.

ადვოკატის თქმით, ამ მიზეზების გათვალისწნებით, სასამართლოს გირაო უნდა დაეკმაყოფილებინა.

ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....