“საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია. დღევანდელი მონაცემებით 951 დადასტურებული შემთხვევაა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. სასურველია და აუცილებელია, ეპიდსიტუაციის ასეთი მდუნე მიმდინარეობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში. ამიტომ, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მხედველობაში მაქვს დისტანცირება, პირბადის ტარება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრების, ქორწილების, დიდი დაბადების დღეებისა და ა.შ. თუ ასე მოვიქცევით, ისევე როგორც ვიქცეოდით მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც იყო სერიოზული დამყოლობა, მაშინ დიდი იმედია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.