მცხეთის პოლიციაში ანი გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა არ ეხებოდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას, თუმცა შეკითხვები ამ საქმეზეც დაისვა. ადვოკატის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა მათ მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ანა გაბეჩავას მიმართ შესაძლო ბულინგსა და ზეწოლას შეეხება.
„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“ – განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
მეორე ადვოკატის თათია მანეჟაშვილის თქმით, შესაძლოა, გამოკითხა რამდენჯერმე გახდეს საჭირო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„შესაძლებელია, რამდენჯერმე გახდეს საჭირო გამოკითხვები, თუ რაიმეს დაზუსტება იქნება საჭირო. თუმცა გეტყვით, რომ მითითებული განცხადების საფუძველზე მოხდა ოქმის შედგენა. დეტალებზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს“ – განაცხადა ადვოკატმა.
ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ცნობისათვის, 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.