ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაგიდასთან შეუძლიათ პირბადის მოხსნა, თუ ძალიან შეაწუხებთ” – რა წესები უნდა დაიცვან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდებისათვის დეტალურად არის გაწერილი წესები, რომლებიც ინფიცირების თავიდან ასარიდებლად აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აბიტურიენტებისთვის ნიღბების ტარება მერხთან დაჯდომის შემდეგ სავალდებულო არ იქნება.

“მედიცინაში 100%-იანი არაფერი არის, თუმცა რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მთავარია პირბადე, რომელიც აბიტურიენტმა უნდა ატაროს ყველა ეტაპზე – შესვლისას, ბილეთის აღებისას, კომუნიკაციისას. მაგიდებს შორის არის ე.წ. დეზობარიერი, გვერდებზე – მარცხნივ და მარჯვნივ არის ორმეტრიანი დაშორება.

მაგიდასთან შეუძლიათ პირბადის მოხსნა, თუ ძალიან შეაწუხებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიკეთონ პირბადე, თუ ჩაირთვება კონდიცირება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....