ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა წესები უნდა დაიცვან ზღვაზე დამსვენებლებმა – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

სეზონიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზღვის სანაპირო ზოლისთვისაც შეიმუშავა.

რეკომენდაციების მიხედვით, სანაპიროს ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, პლაჟების ზონებად დაყოფა. პერიოდულად უნდა განხორციელდეს სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით.

„დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე); აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება; წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით; დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე შემუშავდა მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისთვის.

„ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით; სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები; სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას. დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია: ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი. სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი სათვალე ან სახის ფარი“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.

იტვირთბა....