ახალი ამბები მთავარი სამართალი

მე-6 სართულიდან გადავარდნილ მცირეწლოვანს დღეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა,  კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ბავშვს ზედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება და დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.

„ისევ ისეთი მდგომარეობაა, მართვით სუნთქვაზეა, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ახლა საოპერაციოში უნდა შეიყვანონ. ორივე ხელის ზედა კიდურზე ღია მოტეხილობები ჰქონდა და გუშინ ვერ მოხერხდა ამ ოპერაციის ჩატარება, მხოლოდ ნეიროქირურგიული ჩარევა მოხდა და ამ ოპერაციასაც ჩაუტარებენ“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

შეგახსენებთ, 3 ივლისს თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადავარდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....